სომეხთა გენოციდი

ერდოღანმა და ალიევმა აშშ-ს მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებაზე ტელეფონით ისაუბრეს

თურქული სამთავრობო მედიის ცნობით, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით.

მხარეებმა ფაქტის  შესახებ  ერთმანეთს გააცნეს საკუთარი შეხედულებები და იმსჯელეს სავარაუდო ნაბიჯებზე.

დამატებითი დეტალები უცნობია. 

თურქულმა მხარემ ბაიდენის მიერ 1915-1923 წლის მოვლენების გენოციდად გამოცხადება უკვე უარყოფითად შეაფასა.

"სიტყვები ისტორიას ვერ შეცვლიან და ვერც გადაწერენ. ჩვენი საკუთარი წარსულის შესახებ არავისგან არაფერი გვესწავლება. პოლიტიკური ოპორტუნიზმი მშვიდობისა და სამართლიანობის უპირველესი მტერია. ჩვენ სრულიად უარვყოფთ ამ მხოლოდ პოპულიზმზე დაფუძნებულ განცხადებას". – დაწერა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ Twitter-ზე.

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ნაბიჯი ასევე უარყოფითად შეაფასა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.

"სამწუხაროა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენის სომეხთა ხსოვნის დღეზე გაკეთებულმა განცხადებამ 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით ისტორია დაამახინჯა". – წერია განცხადებაში

ჯო ბაიდენი გახდა აშშ-ს პირველი პრეზიდენტი, რომელმაც სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა.

კომენტარები