სომეხთა გენოციდი

თურქეთი აშშ-ს სომეხთა გენოციდის აღიარებაზე: უარვყოფთ პოპულიზმზე დაფუძნებულ განცხადებას

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ

ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ Twitter-ზე გამოეხმაურა და აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებას პოპულიზმზე დაფუძნებული უწოდა.

"სიტყვები ისტორიას ვერ შეცვლიან და ვერც გადაწერენ.

ჩვენი საკუთარი წარსულის შესახებ არავისგან არაფერი გვესწავლება. პოლიტიკური ოპორტუნიზმი მშვიდობისა და სამართლიანობის უპირველესი მტერია. 

ჩვენ სრულიად უარვყოფთ ამ მხოლოდ პოპულიზმზე დაფუძნებულ განცხადებას". - დაწერა ჩავუშოღლუმ Twitter-ზე.

როდესაც სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა მოგონების დღემდე, 24 აპრილამდე, საუბარი იყო ჯო ბაიდენის მიერ გენოციდის აღიარების შესაძლებლობაზე, მევლუთ ცავუშოღლუმ ამ დროსაც გააკეთა კომენტარი

"განცხადებები, რომელთაც სამართლებრივი ვალდებულებები არ გააჩნია, სარგებლის მომტანი ვერ იქნება, პირიქით, [აშშ-თურქეთის] კავშირებს დააზიანებს. თუკი აშშ-ს ურთიერთობის გაუარესება სურს, მათი ნებაა". – თქვა ჩავუშოღლუმ Habertürk-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ჯო ბაიდენი გახდა აშშ-ს პირველი პრეზიდენტი, რომელმაც სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა. 

მნიშვნელოვანია, რომ 1915 წლის მოვლენები 2019 წელს აშშ-ს სენატმა გენოციდად აღიარა და რეზოლუცია გამოსცა. ეს აღიარება აშშ-სა და თურქეთის ურთიერთობათა გაუარესების ფონზე მოხდა, რაც ამ უკანასკნელის ჩრდილოეთ სირიაში შეჭრამ და რუსული S-400-ების სარაკეტო სისტემის შეძენამ გამოიწვია. 

თავად თურქეთი აღიარებს, რომ 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში პირველი მსოფლიო ომის დროს მრავალი სომეხი ოსმალებთან შეტაკების დროს დაიღუპა, მაგრამ ამ მოვლენებს გენოციდად არ ცნობს, რადგან აქ თვლიან, რომ ეთნიკურად სომეხთა ხოცვა არ ყოფილა სისტემურად ჩატარებული. 

კომენტარები