პუტინის რუსეთი

ანდრეი ზვიაგინცევი პუტინზე: ის ადამიანია, რომელიც მსოფლიოს არ უსმენს, მოქმედების დროა

Be Funky

ოსკარის ნომინანტმა რუსმა რეჟისორმა, ფილმ ლევიათანის ავტორმა, ვლადიმერ პუტინი გააკრიტიკა და ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდაჭერა გამოუცხადა.

რეჟისორმა ნოვოსიბირსკში, საკუთარი წიგნის პრეზენტაციაზე რუსეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შეაფასა.

"ჩემთვის სრულიად ნათელია, რომ ამ ქვეყანაში არ არის უფლებები, კანონი, არაფერი არ არის, ვერაფერს დაეყრდნობი, არსებობს მხოლოდ მცირე თანამეგობრობა. ვერ ვხვდები, რა ინსტრუმენტით უნდა აღუდგე იმ გზის სატკეპნ მანქანას, რომელიც თითოეული ჩვენგანის სახელით ცეცხლის ალით გარშემორტყმული ადამიანის გასრესას ცდილობს. ეს მომაჯადოებელი სანახაობაა, იმიტომ რომ, ნავალნი სამაგალითო სიმამაცის ადამიანია. მან ეს გზა სრულიად გააზრებულად აირჩია. სიტყვებს აღარ აქვს მნიშვნელობა, მოქმედების დროა, ადამიანი, რომელიც ამ ყველაფრის უკან დგას, არ ისმენს მსოფლიოს ხმას და უარს ამბობს ნავალნის სამედიცინო დახმარებაზე. ვგრძნობ, რომ სახელმწიფო არ გაგვაჩნია". – ამბობს რეჟისორი.

ზვიაგინცევი თანამედროვე რუსული კინოს წამყვანი რეჟისორია. მის ნამუშევრებს შორის არის ოქროს გლობუსის მფლობელი და ოსკარის ნომინანტი "ლევიათანი", ვენეციის კინოფესტივალის გამარჯვებული ფილმი "დაბრუნება", უკანასკნელმა ნამუშევარმა "უსიყვარულოდ" რეჟისორს კანის კინოფესტივალის ჟიურის ჯილდო მოუტანა.

2018 წელს ანდრეი ზვიაგინცევი, თბილისს ესტუმრა და ქართველ მაყურებელთან ერთად საკუთარი ფილმი "უსიყვარულოდ" განიხილა.

კომენტარები