პოლიტიკური კრიზისი

კობახიძე: შეთანხმების მთავარი დადებითი მხარეა, რომ პრაქტიკულად გამორიცხავს ვადამდელს

შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი დადებითი მხარე არის ის, რომ ის პრაქტიკულად გამორიცხავს ვადამდელ არჩევნებს. ამის თეორიული შესაძლებლობა არის გათვალისწინებული, თუმცა, პრაქტიკულად, ყველამ იცის, რომ ეს არის გამორიცხული. არათუ 43%-იანი ზღვარის გადალახვა, ბევრად უფრო მაღალის გადალახვა შეუძლია ძალიან მარტივად ქართულ ოცნებას. აქედან გამომდინარე, ვადამდელი არჩევნები არის გამორიცხული, ქართული ოცნება, რა თქმა უნდა, დამაჯერებლად მოიგებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ამის საფუძველზე სათანადოდ გაგრძელდება პოლიტიკური პროცესი. ამაში შეგვიძლია, მთელი საზოგადოება დავარწმუნოთ...

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იმედთან ინტერვიუში. დოკუმენტში, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერა, ერთ-ერთი პუნქტი მომავალი არჩევნებია. ამ პუნქტის მიხედვით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.

კომენტარები