მყარი პოზიციის შემთხვევაში ჩვენ შეგვეძლო, ყველას ერთად, მიგვეღწია არსებითად უკეთესი შედეგისთვის. ჩვენ ხომ უნდა გვესმოდეს, რომ პარლამენტში ცალკეული დეპუტატების შესვლა, რაღაც რაოდენობის, არ არის კრიზისის განმუხტვა, ბოიკოტი ხომ შედეგი იყო და არა მიზეზი კრიზისის.
მიზეზი არის ღრმა უნდობლობა გამოწვეული ლეგიტიმური დანახვით უმძიმესი პრობლემების ქვეყანაში, რაც ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს აქვს ყველა ინსტიტუტის მიმართ, საარჩევნო პროცესის მიმართ, რაც ყველაზე სახიფათოა...





