პოლიტიკური კრიზისი

თაკო ჩარკვიანი მიშელის ახალ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს და სტრატეგია აღმაშენებელს ტოვებს

თაკო ჩარკვიანი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს და სტრატეგია აღმაშენებელს ტოვებს. ჩარკვიანი აცხადებს, რომ  ეს დოკუმენტი მისთვის მიუღებელია. 

"პრინციპულად მნიშვნელოვანია, სამართლებრივი სისტემის ცვლილება მოხდეს საქართველოში. თქვენი თაობა ეღირსოს ჯანმრთელ საარჩევნო, არაგაყალბებულ სისტემას. ამ დოკუმენტში ეს არ ჩანს. თამარ ჟვანია რჩება, ხმებს ვინ გადათვლის, არ ვიცით, პროკურორს შეცვლის საშუალება არ ჩანს. დოკუმენტს ხელს არ მოვაწერ. გიორგიმ შეიძლება მოაწეროს, მაგრამ არ მოვაწერ. კოალიციას დავტოვებ, ბუნებრივია. ვიცოდი, გუშინვე ვთქვი რომ მოაწერენ". – ამბობს ჩარკვიანი. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმების ახალი დოკუმენტი შესთავაზა. დოკუმენტი ოპოზიციას ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში აშშ-სა და EU-ს ელჩებთან შეხვედრისას წარედგინა, რომელზეც ქართული ოცნების წარმომადგენლები არ მივიდნენ. 

ჯერჯერობით, ახალ დოკუმენტს ხელი გირჩის სამმა დეპუტატმა, იაგო ხვიაჩიამ, ალექსანდრე რაქვიაშვილმა და ვახტანგ მეგრელიშვილმა მოაწერა.

"ხარვეზების მიუხედავად" დოკუმენტს ხელს აწერს სატრატეგია აღმაშენებელი და ლელოხელმოწერის გადაწყვეტილება მიიღო ზურა ჯაფარიძემაც. 

ქართული ოცნება მზადყოფნას გამოთქვამს, ხელი მოაწეროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეთავაზებული დოკუმენტი, თუმცა, მმართველი პარტია არ დათანხმდება მასში რაიმე შინაარსობრივ დამატებას. 

ენმ ხელის მოწერას არ აპირებს, რადგან "პოლიტპატიმრების გათავისუფლების პუნქტი ბუნდოვანია, ხოლო ვადამდელის საკითხის თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმა - მიუღებელი".

კომენტარები