ვლადიმირ პოზნერი

აჭარა ჯგუფი: ვიზიარებთ პროტესტის სულისკვეთებას, წუხილს გამოვთქვამთ შექმნილი ვითარების გამო

სასტუმრო Rooms-ის მფლობელი კომპანია აჭარა ჯგუფი ვლადიმირ პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებით Facebook-ზე განცხადებას ავრცელებს.

განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:

"ვიზიარებთ პროტესტის სულისკვეთებას და წუხილს გამოვთქვამთ შექმნილი ვითარების გამო. ჩვენი საქმიანობის გათვალისწინებით, სტუმრისა და თანამშრომლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს ვალდებულებას. სასტუმრო მასპინძლობს ნებისმიერ სტუმარს, მათი სტატუსის წინასწარ გადამოწმების გარეშე და არანაირ პრივილეგიას, მითუმეტეს კანონსაწინააღმდეგოს, არ ანიჭებს.  ჩვენთვის მნიშვნელოვან და უპირობო საკითხს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ვგმობთ ქვეყნის ოკუპაციას". – წერია განცხადებაში

 

რუსი ტელეწამყვანის ვლადიმირ პოზნერის ვიზიტი თბილისში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. პოზნერი, რომელსაც ხვალ 87 წელი უსრულდება, დაბადების დღეს საქართველოში იხდის. მასთან ერთად საქართველოში ჩამოვიდნენ რუსი ჟურნალისტები და შოუბიზნესის წარმომადგენლები.

საბჭოთა პროპაგანდისტი - ვინ არის ვლადიმირ პოზნერი  წაიკითხეთ - აქ

კომენტარები