პოლიტიკური კრიზისი

ზურაბიშვილი: დანიელსონის დოკუმენტი კარგი საფუძველია სამომავლო პროგრესისთვის

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის აზრით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული დოკუმენტი სამომავლო პროგრესისთვის კარგი საფუძველია. 

ამის შესახებ პრეზიდენტი Twitter-ზე წერს.

"ევროკავშირის შუამავლობით მოლაპარაკებებმა საქართველოში ჯერ ვერ მიაღწია სასურველ შედეგს. კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი კარგი საფუძველია სამომავლო პროგრესისთვის". – წერს ზურაბიშვილი. 

საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტი 9-საათიანი უშედეგო მოლაპარაკებებითა და იმ დოკუმენტით დასრულდა, რომელზეც ხელი არცერთმა პარტიამ არ მოაწერა, მათ შორის, არც ქართულმა ოცნებამ.

ყველაფერი მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე წაიკითხეთ - აქ

 

კომენტარები