რაგბი

დღეს, 15:00 საათზე ბორჯღალოსნები რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან

საქართველოს რაგბის კავშირი

დღეს, 28 მარტს საქართველოს რაგბის ნაკრები მიხეილ მესხის სტადიონზე რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

რუმინეთთან შეხვედრა 2021 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონატის მეოთხე მატჩია, რომელიც 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპია.

მატჩზე დასწრებას გულშემატკივრების მესამედი შეძლებს.

2018, 2019 და 2020 წლების ევროპის ჩემპიონატზე ბორჯღალოსნებს რუმინეთის ნაკრები დამარცხებული ჰყავს ანგარიშით  25-16, 9-18, 41-13.

კომენტარები