ვაქცინაცია

Covid-ვაქცინაცია 65 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფებსაც შეეძლებათ

ჯანდაცვის სამინისტრო Covid-ვაქცინაციის პროცესში ასაკობრივ ჯგუფებს ამატებს. 65 წელს ზემოთ მყოფ პირებს რეგისტრაციის გავლა 25 მარტიდან შეეძლებათ.

"ყველამ ვიცით, რომ სწორედ ეს გახლავთ მოწყვლადი ჯგუფები, რომლისთვისაც Covid-ი არის ერთერთი საშიში ინფექცია, ამიტომ, გადავწყვიტეთ, პროცესი დავაჩქაროთ". –აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა იმუნიზაციისა და საკოორდინაციო საბჭოების სხდომის შემდეგ.

რაც შეეხება სამედიცინო პერსონალს, მათი ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება.

"უბრალოდ, 25 მარტის შემდეგ ჩვენი ექიმები ვერ გამოიყენებენ იმ განსაკუთრებული რიგის მართვის კომპონენტს, რომელზე ხელმისაწვდომობაც მათ ამ პერიოდში ჰქონდათ". – ამბობს ტიკარაძე.

ჯანდაცვის მინისტრის თქმითვე, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ფაიზერი შემოვა, მოქალაქეებს ვაქცინის არჩევა შეეძლებათ.

კომენტარები