პოლიტიკური კრიზისი

რიში: თუ საქართველოში პროგრესი არ გამოჩნდა, ფინანსური მხარდაჭერა ასე ვერ გაგრძელდება

თვითონ ის ფაქტი, რომ ეს შეკითხვა [სქართველოსთვის დახმარების მიცემისთვის შესაძლო პირობების დაწესებაზე] დავსვი, ცხადია იმაზე მიუთითებს, რომ ამ თემაზე ვფიქრობ. აქ ბევრ ჩვენგანს ძალიან, ძალიან სურს, რომ საქართველო წარმატებული იყოს. ჩვენ საქართველოში 2012 წლის თავდაპირველ არჩევნებზე ვიყავით და უკან ძალიან ოპტიმისტური განწყობებით დავბრუნდით. [მას შემდეგ] ვნახეთ უკუსვლა და როგორც ჩანს, ვითარება არ უმჯობესდება, ის უარესდება. ვიცი, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მიმდინარეობს მედიაცია. ორივე პოლიტიკურ პარტიას მტკიცედ მოვუწოდებ, დასხდნენ და გამოსავალი მონახონ. თუ ახლა ვერ მონახეს სწორი გამოსავალი, მას ვერასოდეს მონახავენ. მეორეს მხრივ, ჩვენ საქართველოს ბევრი თვალსაზრისით ვეხმარებით, მათ შორის, ფინანსურადაც. ეს ვერ გაგრძელდება თუ პროგრესი არ იქნება. ამ ეტაპზე ეს მხოლოდ განიხილება, მაგრამ ყველას უნდა ჰქონდეს გონებაში ის, რომ პროგრესი გამოჩნდეს...

ამის შესახებ რესპუბლიკელი სენატორი, საგარეო კომიტეტიდან, ჯიმ რიში ამერიკის ხმას ესაუბრა. 23 მარტს გამართულ მოსმენაზე სენატორები შეთანხმდნენ, რომ იმსჯელებენ შესაძლო რეზოლუციის მიღებაზე, რომელიც საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს შეეხება. 

კომენტარები