პოლიტიკური კრიზისი

სენატმა, შესაძლოა, საქართველოში კრიზისთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღოს

ჯინ შაჰინი/რონ ჯონსონი

აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობის შეფასების მოსმენა გაიმართა. სხდომას სენატორი ჯინ შაჰინი უძღვებოდა. მოსმენაზე სენატორებმა ერთ-ერთ საკითხად განიხილეს, დამატებით რა შეიძლება გააკეთოს აშშ-მ მიმდინარე კრიზისში საქართველოს დასახმარებლად.

სენატორმა რონ ჯონსონმა წამოაყენა წინადადება, აშშ-ს სენატმა მიიღოს რეზოლუცია, რათა პოლიტიკურმა პარტიებმა თავად და ერთიანი ძალებით გადაჭრან უთანხმოება.

"ჩვენ ხანდახან საკმარისად არ ვაფასებთ, რისი გაკეთება შეუძლია სენატს. ეს მოსმენა მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანი გზავნილია, ვფიქრობ, პოტენციურად მივიღოთ რეზოლუცია, რათა წავახალისოთ პარტიები საქართველოში ერთად, თავად გადაჭრან უთანხმოებები. ეს არ არის მარტივი, მაგრამ ეს მათზეა დამოკიდებული. ვერავინ იქონიებს მათზე ზეწოლას". – თქვა რონ ჯონსონმა.

სენატორი ჯონსონის თქმით, ის დიდი სიამოვნებით იმუშავებს სენატორ შაჰინთან ერთად რეზოლუციაზე, თუ ის მიზანშეწონილად ჩათვლიდა ამას.

სენატორმა ჯინ შაჰინმა აღნიშნა, რომ ჯონსონის ინიციატივა ძალიან კარგი შემოთავაზება იყო.

"გეთანხმებით, ვფიქრობ, თქვენი შემოთავაზება ძალიან კარგია. [..] ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველებმა თავად იპოვონ გამოსავალი". – თქვა სენატორმა ჯინ შაჰინმა.

აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს - ჯორჯ კენტსა და კარა მაკდონალდს მოუსმინეს.

კომენტარები