პოლიტიკური კრიზისი

შაჰინი: არ არის საკმარისი ისეთი არჩევნების ჩატარება, რომელიც ლეგიტიმურობის ზღურბლზეა

მიუხედავად იმისა, რომ ეუთომ დაადგინა, რომ 2020 წლის არჩევნები იყო, ვციტირებ, "კონკურენტული და კოვიდპანდემიის მიერ შექმნილი გამოწვევების მიუხედავად, ეფექტურად ჩატარებული", ის ასევე ხაზს უსვამს საარჩევნო რეფორმის აუცილებლობას. დაჟინებით მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხს. 

არ არის საკმარისი ისეთი არჩევნების ჩატარება, რომელიც ლეგიტიმურობის ზღურბლს აღწევს. დემოკრატიულ არჩევნებს უნდა ჰქონდეს ძლიერი მექანიზმები, რათა უთანხმოებები გადაწყდეს. იმ ტიპის მექანიზმები, რომელიც დემოკრატიული პროცესის ყველა მონაწილის შეფასებით სამართლიანია. 

აშშ მრავალი წლის მანძილზე იყო თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მეგობარი და მოკავშირე, ეს დღესაც ასეა. მაგრამ ეს მნიშვნელოვანი ურთიერთობა დამოკიდებულია საქართველოს ერთგულებისა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ძალისხმევაში...

თქვა სენატორმა ჯინ შაჰინმა აშშ-ს სენატში გამართულ საქართველოს დემოკრატიის შეფასების მოსმენაზე.

კომენტარები