ასტრაზენეკა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრა

ბორის ჯონსონი დღეს, 19 მარტს, ოქსფორდ-ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრა. 

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ფოტოს საკუთარ ფეისბუქ  გვერდზე, განცხადებასთან ერთად ავრცელებს:

"ახლახანს მივიღე ოქსფორდ-ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი დოზა. მინდა მადლობა გადავუხადო ამ გასაოცარ ხალხს – მეცნიერებს, NHS-ის თანამშრომლებსა და მოხალისეებს, რომელთაც ეს ყველაფერი რეალობად აქციეს. 

ვაქცინაცია საუკეთესო რამაა, რაც მონატრებული ცხოვრების წესის დასაბრუნებლად შეგვიძლია გავაკეთოთ.

შევასრულოთ ეს ამოცანა!"


შეგახსენებთ, რომ გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, ლიტვამ, ლატვიამ, კვიპროსმა, ბულგარეთმა და სხვა ევროპულმა ქვეყნებმა უკვე დაადასტურეს, რომ AstraZeneca-ს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის პროცესი ისევ აღდგება

კომენტარები