ასტრაზენეკა

აშშ-ს კვლევებით AstraZeneca-ს ვაქცინა 79%-ით ეფექტიანია და სისხლის თრომბს არ იწვევს

აშშ-ში ჩატარებული ახალი კვლევების მიხედვით, ბრიტანული ვაქცინა AstraZeneca 79%-ით ეფექტიანია კოვიდ-19-ისა და 100%-ით ვირუსის გართულების წინააღმდეგ. ასევე, ამ კვლევის მიხედვით, ვერ დადგინდა, რომ ვაქცინა სისხლის თრომბების წარმოქმნას იწვევს. 

კვლევაში მონაწილეობა ნებაყოფლობით მიიღო 32 449 ადამიანმა ყველა ასაკობრივი ჯგუფიდან. მონაწილეები არამხოლოდ ამერიკიდან, არამედ ჩილედან და პერუდანაც იყვნენ. მათ ვაქცინის 2 დოზა 4-კვირიან შუალედში მიიღეს. დაახლოებით 20%-ზე მეტი 65 წელს იყო გადაცილებული, 60%-ს კი აწუხებდა ისეთი დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი. სისხლის თრომბი არცერთ მოხალისეს არ განვითარებია. 

კვლევები ჩატარდა იმ მიზეზით, რომ ბოლო ხანებში ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ ასტრაზენეკას ვაქცინით აცრის პროცესი შეაჩერა, რადგან არსებობდა მოსაზრება, რომ ის სისხლის თრომბს აჩენდა.

კომენტარები