პოლიტიკური კრიზისი

20 მარტს 12:00 საათზე პარლამენტთან ოპოზიცია სამოქმედო გეგმას გამოაცხადებს 

ევროპული საქართველო

20 მარტს 12:00 საათზე პარლამენტთან ოპოზიცია მომავალ სამოქმედო გეგმას გამოაცხადებს. თქვა ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა. ენმ-ის ოფისში გაიმართა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა. 

"ხვალიდან უკვე გადავდივართ სულ სხვა მოქმედების რეჟიმზე და სულ სხვა ტალღაზე. ამიტომ ჩვენს გეგმას, თუ რას ვაპირებთ უახლოესი პერიოდის განმავლობაში და როგორ გაგრძელდება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები, ამის შესახებ ხვალ გამოვაცხადებთ 12 საათზე რუსთაველზე". – თქვა უდუმაშვილმა

ოპოზიციამ ქართულ ოცნებასთან  მიმდინარე მოლაპარაკებების პერიოდში რამდენიმე აქცია გააუქმა. 13 მარტის აქცია 20 მარტამდე გადადო.

კომენტარები