ფეხბურთის ფედერაცია

GFF: ვისაც საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთი ექნება, 12 სთ-მდე კომენდანტი არ შეეხება

ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, გულშემატკივრებს, რომლებიც საქართველო-ესპანეთის მატჩს დაესწრებიან, კომენდანტის საათი არ შეეხებათ.  

"ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებულ და სხვა ყველა საჭირო ინფორმაციას უახლოეს დღეებში მოგაწვდით. ბილეთების გაყიდვა, უეფას რეკომენდაციით, ონლაინ რეჟიმში მოხდება. იმ ადამიანს, რომელსაც მატჩის ბილეთი ექნება, ავტომატურად იქნება სიაში და კომენდანტის საათი არ შეეხება, თუმცა მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და გულშემატკივრებმა სახლში დაბრუნება 23:59-მდე უნდა მოახერხონ". - წერენ ფედერაციაში. 

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურის მატჩზე, საქართველოს ნაკრების შეხვედრაზე გულშემატკივრების 30%-ს დაუშვებენ

კომენტარები