ფეხბურთის ფედერაცია

კობიაშვილი კვარაცხელიაზე: ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, ადამიანურმა შეცდომამ გამოიწვია

ცხადია, იყო ძალიან დიდი და უხეში შეცდომა დაშვებული, რაც სამწუხარო ფაქტია და რაც არ უნდა ხდებოდეს, ლოგიკურია და თითოეული ჩვენგანი, თითოეული ჩვენი გუნდის წევრი, ვწუხვართ ამაზე. ხვიჩა განსაკუთრებული ფეხბურთელია და მისი არყოფნა, რა თქმა უნდა, დიდი დანაკლისია ჩვენი გუნდისთვის, ისევე როგორც ნებისმიერი ჩვენი გუნდის წევრის დანაკლისი. ნებისმიერი მოთამაშე ჩვენს გუნდში არის მნიშვნელოვანი ფიგურა, მნიშვნელოვანი მოთამაშე და შესაბამისად, თითოეული მათგანის დანაკლისი ჩვენთვის მძიმეა.

თუმცა, გეთანხმებით, რომ ფაქტი, რომელიც მოხდა, აბსოლტურად ცუდი ფაქტი არის, სამწუხაროდ, რომელიც ადამიანური შეცდომით იყო გამოწვეული, თუმცა, ამას ვეღარ ვუშველით, ფაქტია, მოცემულობა გვაქვს ეს, რაც არის.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი TV იმედზე.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, 2024 წლის მარტში დაგეგმილი ერთა ლიგის პლეიოფის ნახევარფინალურ მატჩში ნაკრების ფორვარდი ხვიჩა კვარაცხელია ვერ ითამაშებს. მიზეზი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურში მიღებული 3 ყვითელი ბარათია. 

კომენტარები