ფეხბურთის ფედერაცია

კობიაშვილი კვარაცხელიაზე: არ უნდა მომხდარიყო, თუმცა, მოხდა

არის ადამიანური შეცდომა, რაც სამწუხაროა და არანაირი ახსნა არ აქვს, არც უნდა მომხდარიყო, თუმცა, მოხდა ეს ყველაფერი, ამიტომ, დღეს ჩვენთვის მთავარია, ვიფიქროთ იმაზე, რომ ძალიან მალე, რამდენიმე თვეში გვაქვს ასეთი მნიშვნელოვანი თამაში, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანისთვის და ზუსტად ეს ერთიანობა გვჭირდება დღეს, რომ ამ ერთიანობით მივიდეთ ჩვენ ამ 21 მარტის თამაშამდე.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი TV იმედზე.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, 2024 წლის მარტში დაგეგმილი ერთა ლიგის პლეიოფის ნახევარფინალურ მატჩში ნაკრების ფორვარდი ხვიჩა კვარაცხელია ვერ ითამაშებს. მიზეზი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურში მიღებული 3 ყვითელი ბარათია. 

კომენტარები