აშშ-რუსეთი

ბაიდენმა პუტინის მკვლელი უწოდა, რუსი მაღალჩინოსნები ბოდიშის მოხდას ითხოვენ 

რუსი მაღალჩინოსნები პრეზიდენტ ჯო ბაიდენისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ, რადგან მან ABC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ვლადიმერ პუტინზე თქვა, რომ ის მკვლელია და აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მცდელობისათვის პასუხს აგებს. 

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის სპიკერის მოადგილემ, კონსტანტინ კოსაჩოვმა თქვა, რომ ბაიდენის კომენტარები მიუღებელია და ეს აშშ-რუსეთის ურთიერთობებს გააუარესებს. 
მისი თქმით, თუ ამერიკა ბოდიშს არ მოიხდის, მაშინ რუსეთი მხოლოდ ელჩის უკან გამოძახებით არ შემოიფარგლება. 

"მსგავსი შეფასებები დაუშვებელია ასეთი რანგის სახელმწიფო პირისგან. ამგვარი განცხადებები არავითარ შემთხვევაში არ არის მისაღები". – თქვა კოსაჩევმა. 

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბაიდენის სიტყვებს აშშ-რუსეთის ისტორიაში უპრეცედენტო უწოდა. მისი თქმით, ბაიდენს არ სურს ურთიერთობების გაუმჯობესება. 

ინტერვიუს გამო რუსეთის მთავრობამ ამერიკიდან საკუთარი ელჩი, ანატოლი ანტონოვი მოსკოვში გამოიძახა, სადაც ის აშშ-რუსეთის მომავალ ურთიერთობებთან დაკავშირებით კონსულტაციას გაივლის. 


პრეზიდენტმა ბაიდენმა ეს სიტყვები მას შემდეგ თქვა, რაც აშშ-ს სადაზვერვოს ანგარიშის მიხედვით დადგინდა იმის შესაძლებლობა, რომ პუტინი აშშ-ს 2020 წლის არჩევნებში ჩარევას ხელმძღვანელობდა.

კომენტარები