აშშ-რუსეთი

ბაიდენმა პუტინს მკვლელი უწოდა, მოსკოვმა აშშ-დან ელჩი გამოიძახა

მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა abc NEWS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ პუტინი მკვლელია და ის აშშ-ს არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის პასუხს აგებდა, რუსეთის ფედერაციამ ამერიკიდან საკუთარი ელჩი, ანატოლი ანტონოვი გამოიძახა. 

გამოძახებული ელჩი აშშ-სა და რუსეთის მომავალ ურთიერთობებთან დაკავშირებით კონსულტაციას გაივლის. 

პრეზიდენტმა ბაიდენმა ეს სიტყვები მას შემდეგ თქვა, რაც აშშ-ს სადაზვერვოს ანგარიშის მიხედვით დადგინდა იმის შესაძლებლობა, რომ პუტინი აშშ-ს 2020 წლის არჩევნებში ჩარევას ხელმძღვანელობდა.

"რუსეთის ელჩს აშშ-ში, ა.ი. ანტონოვს, მოსკოვში კონსულტაციებზე ვიძახებთ, რათა გავაანალიზოთ, რა გაკეთდება და  რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები აშშ-ს მიმართ". – წერია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

"ახალი ამერიკული მთავრობა ხელისუფლებაში უკვე თითქმის ორი თვეა, სულ მალე სიმბოლური 100 დღიანი ზღვარიც შეუსრულდებათ და შეიძლება ითქვას, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას საქმიანობა არც ისე კარგად გამოსდის. ჩვენთვის მთავარია, განვსაზღვროთ, თუ როგორ განვითარდება მძიმე მდგომარეობაში მყოფი რუსულ-ამერიკული კავშირები, რომელიც ბოლო წლებში ვაშინგტონს ჩიხში შეჰყავს. ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ მისი გარდაუვალი დეგრადაცია არ დავუშვათ, თუკი ამერიკელები ამასთან დაკავშირებულ საფრთხეებს იაზრებენ. რუსეთის ელჩს აშშ-ში სწორედ ამაზე ექნება კონსულტაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა მაპროფილებელ უწყებებთან ". – დამატებულია განცხადებაში.

 

კომენტარები