აშშ-რუსეთი

აშშ-ს სადაზვერვო: სავარაუდოდ, პუტინი აშშ-ს 2020 წლის არჩევნებში ჩარევას ხელმძღვანელობდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, სავარაუდოდ, აშშ-ს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის სასარგებლოდ ჩარევა სცადა, ნათქვამია 16 მარტს გამოქვეყნებულ აშშ-ს დაზვერვის ანგარიშში. წყაროების თქმით, ამის გამო შესაძლოა აშშ-მ მოსკოვს სანქციები დაუწესოს.

არჩევნებში პუტინის როლთან დაკავშირებული მიგნებები სავარაუდოდ განსაკუთრებულ ყურადღებას მიიპყრობს. ეს განპირობებულია ანგარიშის დასკვნით, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა პირებმა, მათ შორის უკრაინელმა პარლამენტარმა ანდრი დერკაჩიმა ჯო ბაიდენის და მისი შვილის, ჰანტერის საწინააღმდეგო, სახელის შემლახველ კამპანიაში ამერიკელი პოლიტიკური ფიგურები ჩართო. ამ პოლიტიკოსების ვინაობა დასახელებული არ არის.

ანგარიშში წერია, რომ დერჩაკის, რომელიც ტრამპის ადვოკატს, რუდი ჯულიანის 2019 წელს შეხვდა, გადაადგილებას თვალყურს ადევნებდა პუტინი. 

"სხვა მაღალი რანგის პირები ასევე მონაწილეობდნენ რუსეთის არჩევნებზე გავლენის ძალისხმევაში - მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების და დაზვერვის მაღალჩინოსნები, რომლებიც ჩვენი შეფასებით, არ იმოქმედებდნენ, სულ მცირე პუტინის ჩუმი თანხმობის მიღების გარეშე".- წერია ანგარიშში. 

დოკუმენტში ასევე წერია, რომ მთავარ როლს თამაშობდა პირი, რომელსაც რუსეთის სადაზვერვოსთან ჰონდა კავშირები, კონსტანტინ კილიმნიკი. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ კილიმნიკი და დერკაჩი შეხვდა და მასალები გაუზიარა ტრამპთან დაკავშირებულ ხალხს, რათა დაეწყოთ ოფიციალური გამოძიება. ამასთან ერთად დერკაჩმა გამოაქვეყნა ოთხი აუდიო ჩანაწერი, რის მიხედვითაც ბაიდენი ცდილობდა დაეცვა თავისი ვაჟი ჰანტერი უკრაინაში კორუფციული გამოძიებისგან. ჯულიანი იყო ერთერთი მათ შორის, ვინც ამგვარ განცხადებებს აკეთებდა.

აღსანიშნავია, რომ მაშინ დერჩაკმა თქვა, რომ ჩანაწერები ჟურნალისტისგან მიიღო. დერკაჩი პრო-რუსული პარტიის ყოფილი დეპუტატია. დერკაჩი ჯულიანის გასულ წელს კიევში შეხვდა, როდესაც ტრამპის პირადი ადვოკატი იმპიჩმენტის პროცესისათვის სამხილებს აგროვებდა.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის აგვისტოში აშშ-ს კონტრდაზვერვაში ამბობდნენ, რომ კრემლთან დაკავშირებული აქტორები ცდილობენ, "გააძლიერონ პრეზიდენტ ტრამპის კანდიდატურა სოციალური მედიით და რუსული ტელევიზიით".  უილიამ ევანინას თქმით, მაგალითად, ანდრი დერკაჩი, პრორუსი უკრაინელი პოლიტიკოსი, ცდილობდა ძირი გამოეთხარა ჯო ბაიდენის კამპანიას და დემოკრატიულ პარტიას. 

კლიმნიკი იყო პოლ მანაფორთთან დაკავშირებული პირი, რომელიც 2016 წელს ტრამპისკამპანიას ხელმძღვანელობდა. გასული წლის დეკემბერში აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2016 წელს მისი წინასაარჩევნო კამპანიის მენეჯერი პოლ მანაფორტი, ყოფილი მრჩეველი როჯერ სტოუნი და მისი სიძის, ჯარედ კუშნერის მამა, ჩარლზ კუშნერი შეიწყალა.

რუსმა აგენტებმა ასევე სცადეს უკრაინის ენერგეტიკული კომპანიის Burisma-ს შვილობილი კომპანიების გატეხვა, "სავარაუდოდ, პრეზიდენტ ბაიდენის ოჯახთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვების მცდელობის მიზნით". .

სადაზვერვოს ანგარიშის თანამხად, ირანის "მრავალმხრივვი ფარული კამანია" ტრამპის საწინააღმდეგოდ ცდილობდა არჩევნებში ჩარევას. ანგარიშის თანახმად, პეკინს არ გამოუყენებია ჩარევის მცდელობა. აშშ-ს ოფიციალური პირების თქმით, კუბა, ვენესუელა და ჰეზბოლაც ცდოლობდა გავლება მოეხდინა არჩევნებზე. 

აშშ-ს ოფიციალურმა პირმა ანონიმურად თქვა, რომ ვაშინგონი პასუხს გასცემს რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებს. 

ორმა წყარომ Reuters-თან საუბარში ასევე თქვა, რომ სანქციები შესაძლოა შეეხოს რუსი ჰაკერების მიერ SolarWinds-ის წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევას და გასულ წელს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთმა თალიბანს ამერიკელი ჯარისკაცების დახოცვისთვის თანხის გადახდა შესთავაზა. 

იანვარში ბაიდენმა გასულ წელს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ რუსეთმა თალიბანს ამერიკელი ჯარისკაცების დახოცვისთვის თანხის გადახდა შესთავაზა, თქვა, რომ მან სპეციალურ სააგენტოებს სთხოვა, ეს საკითხები საფუძვლიანად გაეცნოთ მისთვის, მიეწოდებინათ ყველა ინფორმაცია, თუ რა ეტაპზე არიან - "უყოყმანოდ წამოვწევ ამ საკითხებს რუსებთან".

ანგარიშის თანახმად, სადაზვერვოში დარწმუნებულები არიან, რომ რუს ლიდერებს "ერჩივნათ ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოეგო არჩევნები მიუხედავად მისი ადმინისტრაციის ზოგიერთი პოლიტიკის ანტირუსული აღქმისა".

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ აშშ-ს დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის, ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის ბიზნეს საქმიანობაში, უკრაინასა და რუსეთში, კრიმინალური არაფერია.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოების დასკვნის თანახმად, რუსეთმა 2016 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის სასარგებლოდ სცადა ჩარევა. ბრალდებას უარყოფს რუსეთი. რუსეთი ასევე უარყოფს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობებს.

ჯო ბაიდენის 49 წლის ვაჟი ჰანტერი იურისტი და ლობისტია. 2014-2019 წლებში ის უკრაინული ბუნებრივი აირის, კომპანია Burisma-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო.

იმ პერიოდში, როდესაც ჯო ბაიდენი ვიცეპრეზიდენტის პოსტს იკავებდა, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ვიკტორ შოკინმა კომპანიისა და მისი დამფუძნებლის, მიკოლა ზლოჩევსკის საქმიანობაზე გამოძიება დაიწყო, თუმცა 2016 წელს ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მის გათავისუფლებას ხელი ჯო ბაიდენმაც შეუწყო და ეს საჯაროდაც განუცხადებია. ბაიდენს მიაჩნდა, რომ შოკინი საკმარისს არ აკეთებდა კორუფციასთან საბრძოლველად. მიუხედავად იმისა, რომ მის გათავისუფლებას მხარს სხვა დასავლური ქვეყნები და საერთაშორისო სავალუტო ფონდიც უჭერდნენ, ტრამპის მხარდამჭერები ამბობენ, რომ ბაიდენმა ეს მისი შვილის დასაცავად გააკეთა.

ბაიდენმა ისიც თქვა, რომ უკრაინას ერთი მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების შეჩერებით დაემუქრა, თუ შოკინს, რომელიც იმ პერიოდში ბურისმას საქმეს იძიებდა, თანამდებობიდან არ გაათავისუფლებდნენ.

“მე ვთქვი, თქვენ ვერ მიიღებთ მილიარდს. მე აქაურობას დავტოვებ, დაახლოებით, 6 საათში. შევხედე მათ და ვთქვი - “მე მივდივარ 6 საათში. თუ პროკურორი გათავისუფლებული არ იქნება, თქვენ ფულს ვერ მიიღებთ." "ის გაათავისუფლეს”. – ასე იხსენებს ბაიდენი საკუთარ როლს შოკინის გადაყენების საქმეში.

2020 წლის მაისში უკრაინის გენერალურმა პროკურორმა თქვა, რომ ჯო და ჰანტერ ბაიდენების წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს. ბურისმას საქმიანობაზე გამოძიება კვლავ გრძელდება და გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ წარსულ საქმეებსაც გადახედავს, თუმცა მას მიაჩნია, რომ ბაიდენების წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მიზეზი არ არსებობს და შესაძლო კორუფცია, რომელსაც ამჟამად იძიებენ კომპანიაში, ჰანტერ ბაიდენის მისვლამდე მოხდა. პროკურორის ოფისში ამბობენ, რომ ძველი საქმეების გადახედვის მიზეზი წინა მთავრობის დროს ზლოჩევსკის მინისტრის პოსტზე ყოფნაა, რის გამოც, შესაძლოა, გამოძიება სათანადოდ არ წარიმართა.

კომენტარები