აშშ-რუსეთი

ლავროვი ტრამპის ადმინისტრაციაზე: რეგულარული დიალოგის გარდა, ბაიდენის კურსი გრძელდება

სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის პოლიტიკა მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ ახლა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დიალოგი არსებობს.

"საქმით, ამ რეგულარული დიალოგის გარდა, რაც ნორმალური ურთიერთობაა ადამიანებსა და სახელმწიფოებს შორის, ყველაფერი დანარჩენი არის იგივე კურსი, რომელიც ბაიდენმა დაიწყო. მის დროს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კვლავ ძალაშია." - გამოთქვა უკმაყოფილება ლავროვმა.

ლავროვის მტკიცებით, აშშ-ს სურს ქვეყნებს რუსულის ნაცვლად ამერიკული ენერგორესურსების ყიდვა აიძულოს და მსოფლიო ასე მართოს. 

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსულ ნავთობზე უარის იძულება არის "ბინძური მეთოდი", რომელიც, მისივე თქმით, კოლონიალური და ნეოკოლონიალურია. ლავროვის მტკიცებით, ეს ყველაფერი ექსპლუატაციური მეთოდებია.

"მათი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ყველას აიძულოს იყიდონ არა იაფი რუსული ნავთობი, არამედ ძვირი ნავთობი და თხევადი ბუნებრივი აირი შეერთებული შტატებიდან. ასე, მსოფლიო ენერგეტიკის კონტროლით, ისინი მსოფლიო მმართველობისკენ მიისწრაფვიან." - თქვა ლავროვმა.

კომენტარები