ჩვენ იმპორტი გვაქვს ოთხივე ჩვენს მეზობელთან, მაგრამ აქ საუბარია მასშტაბებზე. საუბარია იმაზე, თუ რა დონით და რა დოზით ვიქნებით მომავალში იმპორტზე დამოკიდებულები. იმ დოზით თუ გავხდით დამოკიდებულები იმპორტზე, რა ციფრებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის უკვე საფრთხის შემცველი ჩვენი ეკონომიკისთვის. გამოდის, რომ ვიქნებით დამოკიდებული არა ჩვენს პოლიტიკებზე, გარკვეული მიმართულებით, არამედ ჩვენი მეზობლების ნება-სურვილზე. იგივე ელექტროენერგიის ფასები მოსახლეობისთვის და ადგილობრივი მომხმარებლისთვის იქნება დამოკიდებული არა ჩვენს გადაწყვეტილებებზე, არამედ მეზობელ ქვეყნებში, თუ როგორი ეკონომიკური ვითარება იქნება და როგორი ენერგეტიკული პოლიტიკა ექნებათ. კრიტიკულ შემთხვევაში, ჩვენი ენერგოსისტემის ავარიული გამორთვის დროს, დამოუკიდებლად ვერ შევძლებთ მომხმარებლების ერთი საათის განმავლობაშიც კი მომარაგებას...
tbl.ge/5gck
დაკოპირდა

თქვა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, დარგობრივი ეკონომიკის, ეკონომიკური პოლიტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე.
ამავე თემაზე
- ფხაკაძე: ვცდილობთ ვიპოვოთ საწვავის იაფი წყარო, მოლაპარაკებები გვაქვს არა მარტო რუსეთთან
- WEG: ახლო პერსპექტივაში რუსეთს ენერგეტიკულად საქართველოზე მნიშვნელოვანი ზეწოლა არ შეუძლია
- რუსეთის მიერ ომის დაწყების გამო, მსოფლიოში ნავთობის ფასები რეკორდულად გაიზარდა
- რუსეთ-უკრაინის დაძაბულობის ფონზე, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასები მკვეთრად იზრდება
- თელმიკო ასახელებს 4 მიზეზს, რატომ დაერიცხათ მომხმარებლებს გაზრდილი საფასური დენზე




