ახალი კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: მესამე ტალღა მოსალონდელია, მაგრამ არაა ბედისწერა

რა თქმა უნდა, მესამე ტალღა მოსალოდნელია, ყოველ შემთხვევაში ევროპის ქვეყნებში ელოდებიან. მერკელმა პირდაპირ თქვა, რომ ველოდებით მესამე ტალღასო და მკაცრი ლოქდაუნი 7 მარტამდე გაახანგრძლივა. აშშ-ში უკვე მეოთხე ტალღაზე საუბრობენ. მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ეს არ არის სავალდებულო, ეს არაა ბედისწერა. ჩვენს ხელშია, ავიცილებთ, თუ არა მესამე ტალღას. ამაში ვაქცინა დაგვეხმარება, მაგრამ სანამ ვაქცინა არაა, ჩვენი და მესამე ტალღის ბედი ჩვენს ხელშია. პირბადეების ტარება არის უმნიშვნელოვანესი. სამწუხაროდ ჩემთან მოდის ინფორმაცია, რომ შეზღუდვების მოხსნასთან ერთად პირბადეებზეც უარი თქვეს. თუ  პირბადეების გამოყენების მაჩვენებელი 72%-იყო, ახლა 62%-ია. მესამე ტალღისგან რომ თავი დავიზღვიოთ, პირბადეების ტარების მაჩვენებელი 90%-მდე უნდა გაიზარდოს. 

თენგიზ ცერცვაძის  სიტყვებს IPN ავრცელებს. 

კომენტარები