ახალი კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: დაბეჯითებით თქმა, რომ პიკი გადავიარეთ და დაღმავალი ტენდენციაა – ნაადრევია

ჯერჯერობით, ჩვენ გაუმჯობესებაზე ვერ ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ სტაბილიზაციაზე. თუმცა, კლება და იმისი დაბეჯითებით თქმა, რომ პიკი გადავიარეთ და უკვე დაღმავალი ტენდენცია გვაქვს ეპიდემიის მიმდინარეობაში, ცოტა რთულია და ნაადრევია ამაზე საუბარი [...]

როგორც იცით, თითოეული შემსუბუქება და ისევ შეზღუდვა საჭიროებს ორკვირიან ინტერვალს იმისთვის, რომ მისი შედეგები იყოს მეტად თვალსაჩინო. ასე, რომ, ჩვენი პოზიციაა, ამ შემთხვევაში არ უნდა ვიჩქაროთ...

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები