უკრაინის უმაღლესმა რადამ მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა, რომელსაც სერგეი კორეცკი უხელმძღვანელებს. საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების კანდიდატურებს პარლამენტი მოგვიანებით განიხილავს.
დეპუტატებმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა 264 ხმით დაამტკიცეს.
უკრაინული მედია წერს, რომ საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების კანდიდატურებს პარლამენტი ცალკე განიხილავს, მას შემდეგ, რაც მათ პრეზიდენტი ოფიციალურად წარადგენს.




