რიყის დოქები

"რიყის დოქების" 71-მილიონიანი აუქციონი კიდევ ერთხელ ჩაიშალა

"რიყის დოქები"

ე.წ. "რიყის დოქების" საპრივატიზაციო აუქციონი დღეს, 5 მარტს დასრულდა.  აუქციონზე გამოტანილი კომპლექსის საწყისი ღირებულება 71.2 მილიონი ლარი იყო, თუმცა არცერთი პოტენციური მყიდველისაგან შეთავაზება არ ყოფილა. 

"რიყის დოქების" აუქციონი 2020 წელსაც იყო, რომელიც ასევე ჩაიშალა, თუმცა წინა წლის აუქციონზე ლოტის საწყისი ღირებულება თითქმის 23 მილიონი ლარით მეტი იყო. 

სამხარაულის ექსპერტიზის ცენტრის მიერ კომპლექსი 95 მილიონ ლარადაა შეფასებული.

მიუხედავად 3000-ზე მეტი ნახვისა, "რიყის დოქებით" არცერთი ინვესტორი არ დაინტერესებულა. 

თბილისის ცენტრში მდებარე ნაგებობის მშენებლობის პროცესი 2013 წელს დასრულდა და ის დღემდე უფუნქციოდაა, მისი მშენებლობაზე 75 მილიონი ლარი დაიხარჯა.

აუქციონის პირობების თანახმად, ინვესტორებს ობიექტის ღირებულება 2 თვეში უნდა დაეფარათ და შემდეგი 36 თვის ვადაში ამ ადგილზე მრავალფუნქციური კომპლექსი მოეწყოთ.  

კომენტარები