აქცია პარლამენტთან

შსს: პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 8 პირი დავაკავეთ, არ დაგვემორჩილნენ

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 8 ადამიანი დააკავეს. 

"არაერთი მოწოდებისა და გაფრთხილების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, გააგრძელეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რის შემდეგაც მოხდა მათი დაკავება". –აღნიშნულია განცხადებაში. 

პარლამენტთან პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით აქცია უნდა გამართულიყო. აქტივისტებმა კარვის გაშლა სცადეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. თავდაპირველად აქციის 5 მონაწილე დააკავეს, მათ შორისაა აქტივისტი გიორგი მუმლაძე. 

აქტივისტებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით სამართალდამცველების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. 

კომენტარები