აქცია პარლამენტთან

პარლამენტთან აქციაზე ევროპული საქართველოს ახალგაზრდული ფრთის წევრი დააკავეს

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

პარლამენტთან გამართულ აქციაზე პოლიციამ ევროპული საქართველოს ახალგაზრდული ფრთის წევრი, ლაშა ელიაძე დააკავა. აქციის მონაწილეები ქართული ოცნების რუსეთისადმი დამოკიდებულება აპროტესტებენ. 

აქტივისტებს პარლამენტთან განთავსებულ დროებით კედელზე ანტისაოკუპაციო წარწერის გაკეთება სურდათ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. 

"დააკავეს ჩვენი აქტივისტი ლაშა ელიაძე, უბრალოდ აიღეს და ჩატენეს მანქანაში, პულივიზატორებისაც ეშინიათ უკვე". – ამბობს აქციის მონაწილე.

აქციის მონაწილე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

კომენტარები