ბუნებრივი აირის გაჟონვა

გორში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

Tabula

გორში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ადგილზე უკვე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

კომენტარები