ბუნებრივი აირის გაჟონვა

ქუთაისში ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა

flickr

ქუთაისში, დაახლოებით 20 წლის ქალი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაიღუპა.

ის სახლში გუშინ, 3 იანვარს იპოვეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უსაფრთხოების ტექნიკის ან შრომის დაცვის სხვა წესის დარღვევას ამ წესის დაცვისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები