ბუნებრივი აირის გაჟონვა

მარნეულში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ოჯახის 3 წევრი გარდაიცვალა

შსს

მარნეულში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ოჯახის 3 წევრი გარდაიცვალა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი მცირეწლოვანია.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო, ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ან ნავთობპროდუქტის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

კომენტარები