რაგბი

საქართველოს რაგბის ნაკრებმა რუსეთი ანგარიშით 16:7 დაამარცხა [Video]

საქართველოს რაგბის ნაკრებმა რუსეთი ანგარიშით 16-7 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ ლელო ვასკა ლობჟანიძემ დადო.

შეხვედრა მიხეილ მესხის სტადიონზე მაყურებლის გარეშე ჩატარდა.

რუსეთთან შეხვედრას ევროპის ჩემპიონატში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან მანამდე საქართველომ ტურნირის ოთხივე შეხვედრა მოიგო.

საქართველოსა და რუსეთის შეხვედრა გასული წლის მარტში უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ჯერ პირველ ნოემბრამდე, შემდეგ კი 7 თებერვლამდე გადაიდო.

საქართველოს რაგბის ნაკრებმა რუსეთი ზედიზედ მეცხრამეტედ დაამარცხა.

კომენტარები