მერლინ მენსონი

ჯენა ჯეიმსონი: მენსონს მას შემდეგ დავშორდი, რაც მითხრა, რომ ცოცხლად დამწვავდა

Fox News

ყოფილმა პორნო ვარსკვლავმა, ჯენა ჯეიმსონმა მერლინ მენსონთან ურთიერთობის დეტალებზე გამოცემა Daily Mail-თან ილაპარაკა. წყვილი ცოტა ხნის განმავლობაში ხვდებოდა, მსახიობმა ურთიერთობა მას შემდეგ დაასრულა, რაც როკ მუსიკოსმა უთხრა, რომ მისი ცოცხლად დაწვა სურს.

"ცოტა ხნის განმავლობაში ვხვდებოდით. დავშორდი, როდესაც მითხრა, რომ ჩემი ცოცხლად დაწვის ფანტაზია აქვს. ერთხელ უხეშად მელაპარაკა, გარდა ამისა სექსის შემდეგ ჩალურჯებებით სიარული არც ისე სახალისო იყო. ვფიქრობ, თავს ვუშველე და თავი დავაღწიე მისგან, არ გამოვრიცხავ ჩემზე ეძალადა". – ამბობს პორნომსახიობი.

ჯენა ჯეიმსონი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი პორნომსახიობია. პორგნოგრაფიულ ფილმებში შესრულებულმა როლებმა მას ინდუსტრიის არაერთი ჯილდო მოუტანა. 

რამდენიმე დღის წინ მსახიობმა, ევან რეიჩელ ვუდმა მუსიკოსი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. მენსონი მეორე დღეს ორი კინოპროექტიდან მოხსნეს, გარდა ამისა მასთან ურთიერთობა ჰოლივუდის სააგენტომ და მუსიკალურმა ლეიბლმა შეწყვიტა. მოგვიანებით მომღერალი ძალადობაში კიდევ სამმა ქალმა დაადანაშაულა. 

თავად მენსონი ბრალდებებს "რეალობის საშინელ დამახინჯებას" უწოდებს.

კომენტარები