საქართველოს საპატრიარქო

მეუფე ნიკოლოზი: შორენა თეთრუაშვილი პატრიარქთან ახლოს მისული არ მინახავს

მეუფე ნიკოლოზი თეთრუაშვილი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი მასთან ახლოს მისული არ უნახავს. მისივე თქმით, ილია მეორეს კონტაქტი არც ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტ მეუფე ანტონთან ჰქონია. 

მეუფე ანტონი კორონავირუსით არის ინფიცირებული, შორენა თეთრუაშვილის ინფიცირების შესახებ კი ანდრია ჯაღმაიძემ ტაბულას დღეს დაუდასტურა. თუმცა, მოგვიანებით მოგვწერა: "ცოტა არაზუსტად მოგაწოდეთ ინფორმაცია, როგორც დავაზუსტე, ოფიციალური პასუხი ჯერ არ ყოფილა" და, მისივე სიტყვებით, თეთრუაშვილი ინფიცირებულთან კონტაქტის გამო იზოლაციაშია.

"იზოლაციაშია [შორენა თეთრუაშვილი], სანამ დაზუსტდება ყველაფერი, განმეორებითს ელოდებიან, რომ დაუდგინონ, თუკი აქვს, რა ხარისხში აქვს. 

მეუფე ანტონსაც სრულებით შემთხვევით დაუდგინდა. მეუფე ანტონი არ მინახავს ამ ბოლო დროს საპატრიარქოში, ახლა აპირებდა მოსვლას და ვერ შევიდა, არ შევიდა... პატრიარქს არ შეხვედრია. შორენაც ახლოს მისული არ მინახავს პატრიარქთან". - ამბობს მეუფე ნიკოლოზი ფორმულასთან სატელეფონო ინტერვიუში.

თუმცა, იმას, რომ შორენა თეთრუაშვილს პატრიარქთან ახლო კონტაქტი ჰქონდა, მოწმობს ილია მეორის დაბადების დღეზე გავრცელებული კადრები. შორენა თეთრუაშვილი ამ დღეს საქართველოს საპატრიარქოში დიასახლისობდა. ის ვიდეოში 4:00 წუთიდან ჩანს.

კომენტარები