კორონავირუსი საპატრიარქოში

საპატრიარქო: ცოტა არასწორად მოგაწოდეთ ინფორმაცია, თეთრუაშვილის კოვიდზე ჯერ პასუხი არ არის

საქართველოს საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, მას მერე, რაც ცნობა შორენა თეთრუაშვილის ინფიცირების შესახებ ტაბულას დაუდასტურა, მოგვწერა, რომ კოვიდზე ოფიციალური პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

"ცოტა არაზუსტად მოგაწოდეთ ინფორმაცია, როგორც დავაზუსტე, ოფიციალური პასუხი ჯერ არ ყოფილა. ანუ მას ჰქონდა შეხება ადამიანთან, რომელსაც აღმოაჩნდა კორონა და თავად მას აღმოაჩნდა სიმპტომები. ეხლა იზოლაციაშია, ანალიზის პასუხი იქნება ხვალ", - მოსწერა ტაბულას დეკანოზმა ჯაღმაიძემ.

დღეს ტაბულას დეკანოზმა ჯაღმაიძემ დაუდასტურა ინფორმაცია, რომ შორენა თეთრუაშვილი კოვიდ 19-ით არის ინფიცირებული.

 

კომენტარები