ხანძარი ოკუპირებულ გალში

სუს: გალში ხანძართან დაკავშირებით საოკუპაციო რეჟიმს დახმარება შევთავაზეთ

ხანძარი გალში
ტაბულა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ საოკუპაციო რეჟიმს გალში არსებული ხანძრის გამო დახმარებაზე სრული მზადყოფნა გამოუცხადა. 

ოკუპირებულ გალის რაიონში 9 სოფელი იწვის, რამდენიმე სახლი განადგურდა. 

"ოკუპირებული გალის რაიონში გავრცელებულ ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ 5 იანვარს, დილიდან რამდენჯერმე გააქტიურდა ცხელი ხაზი და საოკუპაციო რეჟიმს გადაეცა ცენტრალური ხელისუფლების სრული მზადყოფნა ნებისმიერი მიმართულებით დახმარების გაწევასთან დაკავშირებით. 

ამ მიზნით, მიმდინარეობს კომუნიკაცია ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით". – წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები