ხანძარი ოკუპირებულ გალში

ზურაბიშვილი : მსურს, სოლიდარობა გამოვუცხადო ჩვენს მოსახლეობას ოკუპირებულ აფხაზეთში

ძალიან მძიმეა, რომ პანდემიისგან დაზარალებულ  მოსახლეობას ახლა ხანძართან გამკლავება უწევს. თანავუგრძნობ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ყველა ჩვენს მოქალაქეს.

მათგან განუყოფლად მსურს, სოლიდარობა გამოვუცხადო ჩვენს მოსახლეობას ოკუპირებულ აფხაზეთში, რომელსაც ასევე ზიანი მიადგა პანდემიისა და ხანძრისგან.

მინდა იცოდეთ, მე თქვენ გვერდით ვარ და ვაფასებ იმ შემართებასა და გამძლეობას, რითაც დღეს ამ ურთულეს ვითარებას უმკლავდებით.

ოკუპირებულ გალში რამდენიმე დღეა, ხანძარია. საქართველოს მთავრობამ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას დახმარება რამდენჯერმე შესთავაზა, თუმცა სერგეი შამბას თქმით, "სოხუმს ტყის ხანძრის ჩაქრობაში თბილისის დახმარება არ სჭირდება".

კომენტარები