ხანძარი ოკუპირებულ გალში

გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალში ხანძარია და რამდენიმე სახლი დაიწვა

Sputnik

DFWatch წერს, რომ ოკუპირებული გალის რამდენიმე სოფელში ხანძარია. ხანძარი გუშინ ღამით გაჩნდა და მოგვიანებით ძლიერი ქარის შედეგად დასახლებულ ადგილებშიც გავრცელდა. 

რუსული სახელმწიფო პროპაგანდისტული სიახლეების სააგენტო Sputnik წერს, რომ ხანძარი 5 იანვარს გათენებამდე შეაკავეს, თუმცა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ გადაუდებელი სამსახურის ე.წ. მინისტრზე, რომან ლაბიაზე დაყრდნობით წერს, რომ შუადღით ხანძარი კვლავ გავრცელდა - "შუადღით ცეცხლი კვლავ გაჩნდა, რადგან ამ ადგილას მთავარი პრობლემა არის ის, რომ ბალახს აქვს გაჩენილი ხანძარი და ცეცხლი ვრცელდება და ამის შეკავება რთულია. ხანძრის ადგილის განსაზღვრა რთულია, რადგან ახლა ლოკალური კერებია".

როგორც DFWatch წერს, ადგილობრივი მაღალჩინოსნების განცხადებების მიუხედავად, რომ ხანძარს აკონტროლებენ, ადგილობრივები ამბობენ, რომ მდგომაროება ყოველ საათში უარესდება. 

სააგენტოს ინფორმაციით, ოკუპირებული გალის მაცხოვრებლები უარყოფენ ოკუპირებული სოხუმის ინფორმაციას, რომ სამი სოფლიდან მაცხოვრებლების ევაკუაცია მოხდა. 

DFWatch ერთ-ერთ ადგილობრივს ციტირებს, რომ ხანძარი ვერ შეაკავეს და რამდენიმე სახლი დაიწვა. Sputnik წერს, რომ 4 იანვარს ხანძარი მოედო სახლებს, ხით ნაგებ შენობებს და შედეგად 3 სახლი დაიწვა.

"ზემო ბაღებში ყველაფერი დამწვარია. თუ [ხანძარი] მჭიდროდ დასახლებულ ადგილებს მიაღწევს, არცერთი სახლი გადარჩება". - თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა. მისი თქმით, ღამით ხანძარი შემცირდა და ხალხმა იფიქრა, რომ ყველაფერი მორჩა, თუმცა რეალურად ადგილები, რომლებიც იწვოდა, დარჩა და ხანძარი კვლავ გავრცელდა. 

DFWatch რამდენიმე ადგილობრივზე დაყრდნობით წერს, რომ ხანძარია სოფელ სიდაში, სოფჩაიში, რეფშიხუმუშქურში

გამოცემა სიდას ერთ-ერთ მაცხოვრებელზე დაყრდნობით წერს, რომ ხანძარს სიდას მოსახლეობამდე არ მიუღწევია. მისივე თქმით, ამბობენ, რომ რეფში დიდი ხანძარია. 

კომენტარები