საპატრიარქო

შობას მსვლელობა არ იქნება, მღვდლები მანქანებიდან კმევითა და გალობით მიულოცავენ ხალხს

ambioni.ge

საპატრიარქოს ცნობით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე ტრადიციული მსვლელობა არ მოეწყობა, თუმცა "სამღვდელოება მოსახლეობასა და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობითა და ნაკურთხი წყლის სხურებით მიულოცავს შობას".

როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გავრცელებულ განცხადებაში წერს, ალილოს მსვლელობა ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო არ ტარდება. 

თუმცა, მიუხედავად ამისა, 6 იანვარს, 23:00 საათზე საშობაო მსახურება ჩატარდება, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II აღასრულებს. 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 6 იანვარს, 31 დეკემბრის მსგავსად, გამონაკლისის სახით ერთი დღით მოიხსნება ე.წ კომენდანტის საათი. მთავრობას ასეთივე გამონაკლისი არ დაუწესებია 25 დეკემბერთან დაკავშირებით, როდესაც სხვა ქრისტიანული კონფესიების წარმომადგენლები ასევე აღნიშნავენ შობას. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ასეთი მიდგომა დისკრიმინაციულია. 

კომენტარები