კორონავირუსი საქართველოში

გახარია: ავტომობილებით თუ ფეხით გადაადგილებაზე არანაირი შეზღუდვა არ დაწესდება

პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებზე საუბრისას ამბობს, რომ მანქანითა და ფეხით გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესება არ იგეგმება.

"არაფერი არ იცვლება. ჩვენ როგორც განვაცხადეთ, მივყვებით გეგმას. ამ გეგმაში არაფერი არ შეიცვლება. არ იქნება არანაირი სრული ლოკდაუნი, არანაირი შეზღუდვა გადაადგილებაზე - ავტომობილებით თუ ფეხით. 

ერთადერთი, რაც 24 დეკემბრიდან გაიხსნა, სავაჭრო ობიექტები, ისინი დაიხურება. სხვა შეზღუდვა ქვეყანაში არ იქნება. არანაირი შეზღუდვები ქვეყანაში გადაადგილებაზე არ დაწესდება. არანაირი სახის სრული ლოკდაუნი ქვეყანაში არ გამოცხადდება. ამის აუცილებლობა არ არსებობს". –  ამბობს გახარია. 

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

რა შეზღუდვები მოიხსნა 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით  - წაიკითხეთ აქ.

 

კომენტარები