დავითგარეჯის საქმე

ადვოკატი: მელაშვილისა და ილიჩოვას საქმეზე წინასასამართლო სხდომის ვადა გახანგრძლივდა 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის ექსპერტთა კომისიის დაკავებული თავმჯდომარისა და წევრის, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და წინასასამართლო სხდომის ვადა გაახანგრძლივა. ინფორმაციას ავრცელებს ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი

"ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საქმეზე სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და წინასასამართლო სხდომის ვადა გაახანგრძლივა.

აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის პროცესი ორშაბათს, 30 ნოემბერს, 11:00 საათზე დაინიშნა.

ხვალ და ზეგ თავდებობის მსურველებს კიდევ შეუძლიათ დამიკავშირდნენ.

ივერის და ნატალიას სახელით მადლობა იმ ასობით ადამიანს ვინც უკვე გამოთქვა თავდებობის სურვილი". – წერს მარიკაშვილი.

ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე წერს, რომ ამ გზით "პროკურატურის მოთხოვნით, საქმეზე გამოძიების ვადა გაგრძელდა".

დღეს, 27 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის ექსპერტთა კომისიის დაკავებული თავმჯდომარისა და წევრის, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

საპროტესტო აქციების პარალელურად ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის უფლებადამცველები მოქალაქეებს მოუწოდებენ, სურვილის შემთხვევაში, თავდებად დაუდგნენ კომისიის დაპატიმრებულ წევრებს. ასევე, ადვოკატები საქმეზე ბიძინა ივანიშვილისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვასაც ითხოვენ. ადვოკატ ედუარდ მარიკაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში უშუალოდ იყო ჩართული საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში.

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

კომენტარები