ყაჩაღობა

დიღმის მასივში საქართველოს ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს

Tabula

თბილისში, დიღმის მასივში, საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს. მომხდარი ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილი ყაჩაღობას გულისხმობს.

მომხდარზე დამატებითი დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არაა.

მასალა ახლდება

კომენტარები