ყაჩაღობა

მარკეტში შეიჭრა, მოლარეს სცემა, დაეუფლა სხვადასხვა ნივთს - თბილისში კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ყაჩაღობის ბრალდებით 
წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ერთ-ერთი ქსელური მარკეტის ფილიალში შეიჭრა, მოლარე ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დაეუფლა სხვადასხვა ნივთს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა 
დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს”. - წერს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 
წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები