ყაჩაღობა

მარკეტში შეიჭრა, ძალის გამოყენებით დაეუფლა სალაროში არსებულ თანხას - შსს-მ 1 პირი დააკავა

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში მდებარე ერთ-ერთი ქსელური მარკეტის ფილიალში შეიჭრა, ცივი იარაღის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოლარე-ოპერატორს და ძალის გამოყენებით სალაროში არსებულ თანხას უკანონოდ დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს." - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები