ტაძრები არ დაიკეტება, ეს გამორიცხულია! ეს უნდა გვესმოდეს. ღვთისკენ მიმავალ ადამიანს მე როგორ უნდა შევუშალო ხელი? გამორიცხულია. ნებაყოფლობითაა, ჩვენ ხომ არ ვაიძულებთ მოსვლას? რადგან მოვიდა, მოვიდა, მე არ უნდა გავაგდო. პანდემია კი შემოვიდა ტაძარშიც, მაგრამ ასევე ექიმებშიცაა, მთავარი ეპიდემიოლოგი ინფიცირებულია. გარანტირებული არავინაა, ადამიანები ვართ, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ განსაცდელი შეიძლება ყველა ადამიანს შეხვდეს, მაგრამ ამის შიშით ცხოვრება არ გამოვა, იმედით და რწმენით უნდა ვიყოთ, თუ შეგვემთხვა განსაცდელი, მოთმინებით უნდა ვიყოთ. სამწუხაროდ, შედარებით ახალგაზრდა სასულიერო პირი გარდაიცვალა, მას დაავადებები ჰქონდა და რისკი იყო დიდი, მაგრამ ის ეკლესიაში არ დაინფიცირებულა. ეკლესიაში კი არ ინფიცირდება, არამედ ადამიანი ადამიანს გადასცემს, ეკლესიას ნუ დავაბრალებთ...
tbl.ge/59f1
დაკოპირდა
IPN-ის ცნობით, ამბობს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე.
ამავე თემაზე
- ცერცვაძე: მესამე ტალღა მოსალონდელია, მაგრამ არაა ბედისწერა
- იმნაძე: მადლობა ეკლესიას რჩევების მიღებისთვის და აპრილში დღესასწაულებზე წესების დაცვისთვის
- ამირან გამყრელიძეს COVID 19 დაუდასტურდა
- გაბუნია: დაბეჯითებით თქმა, რომ პიკი გადავიარეთ და დაღმავალი ტენდენციაა – ნაადრევია
- იმნაძე: მაშინებს ახალი წელი, ბევრი თანამოქალაქე შეეცდება, ძველებურად შეხვდეს