GOT

ჩარლზ დენსი GOT-ის ბოლო სეზონის ხელახალი გადაღების მომხრეა

Guardian

ინგლისელმა მსახიობმა, სამეფო კარის თამაშებში ტაივინ ლანისტერის როლის შემსრულებელმა, ჩარლზ დენსმა ინტერვიუში სერიალის უკანასკნელ სეზონზე ილაპარაკა.

"სამეფო კარის თამაშები ძალიან მომწონდა. ჩემი პერსონაჟის სიკვდილის მიუხედავად, შოუს თვალს ვადევნებდი და ვგულშემატკივრობდი. ფინალი ბევრს არ მოეწონა, მათ შორის მეც". – ამბობს დენსი.

მსახიობმა ასევე 2019 წელს შექმნილ პეტიციას დაუჭირა მხარი, რომელიც შოურანერებს დევიდ ბენიოფს და დენ უაისს მერვე სეზონის ხელმეორედ გადაღებას სთხოვს.

დენსის გარდა პეტიციას მხარი დაუჭირა GOT-ის შემადგენლობის კიდევ ერთმა მსახიობმა, ჯეიმი ლანისტერის როლის შემსრულებელმა ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუმ. 

კომენტარები