GOT

სნუპ დოგი ემილია კლარკს: როცა გინდა დავიცავ შენს (დრაკონის) კვერცხებს – [VIDEO]

რეპერი სნუპ დოგი GOT-ის ვარსკვლავს, ემილია კლარკს შეხვდა. შეხვედრა მუსიკოსის კონცერტზე, ლონდონში, O2 სტადიონზე შედგა. ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი ბრიტანელ მსახიობს გულთბილად შეხვდა.

"საოცარი მსახიობი ხარ, ლამაზი სულის პატრონი. ძალიან დამაჯერებელი. როცა გინდა დავიცავ შენს კვერცხებს". – ამბობს ვიდეოში სნუპ დოგი. პასუხად კლარკს ეცინება და ხმამაღლა "კი"-ს ამბობს. 

ემილია კლარმა სახელი სერიალ The Game of Thrones-ში შესრულებული დეიენერის ტარგარიენის როლით გაითქვა. შოუს სიუჟეტის მიხედვით მას სამი კვერცხი აქვს, რომლიდანაც შემდგომში დრაკონები იჩეკებიან. რეპერმა სერიალის სწორედ ამ სიუჟეტურ ხაზზე იხუმრა.

კომენტარები