GOT

GOT-ის მსახიობმა ახალი ფილმის გადასაღებ მოედანზე ტვინის შერყევა მიიღო

Deadline

სამეფო კარის თამაშებში ჯეიმი ლანისტერის როლის შემსრულებელმა, ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუმ, ახალი ფილმის გადასაღებ მოედანზე ტვინის შერყევა მიიღო.

Netflix-ის ფილმში Against The Ice დანიელი მსახიობი მკვლევარს თამაშობს, რომელიც მეწყვილესთან ერთად გრენლანდიაში მიემგზავრება. ერთ-ერთ სცენაში კოსტერ-ვალდაუს პერსონაჟს პოლარულ დათვთან ბრძოლა უწევს. დათვის როლს ისლანდიელი ძიუდოისტი ასრულებდა, ბრძოლის სცენის გადაღების დროს მსახიობმა თავი მიარტყა და ტვინის შერყევა მიიღო. 

"იმ დღეს მინდოდა ყველაფერი ბუნებრივი ყოფილიყო, ამიტომაც მაქსიმალურად მოვეშვი, ჩემი მოწინააღმდეგე ძალიან ძლიერი კაცია, ჩვრის თოჯინასავით მათრია. მთლიანობაში გავერთეთ, გადაღებისასა თავზე სასაცილო მუზარადი ეხურა. ახლა, კომპიუტერული გრაფიკის დახმარებით ყველაფერი ძალიან სერიოზულად და დამაჯერებლად ჩანს. სამომავლოდ დუბლიორი არ მაწყენდა". – ამბობს მსახიობი.

ფილმის Against The Ice სტრიმინგის სერვისის Netflix ეთერში მიმდინარე წლის 2 მარტს გამოვა.

კომენტარები